1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა ცდილობდა მასწავლებლებისთვის კურსები ჩაეტარებინა, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ იყო და ამიტომ ვერ ახერხებდა. მასწავლებლების კრება კი დროგამოშვებით იმართებოდა, რასაც სასკოლო სექციის მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18783 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18783]; წვდომის თარიღი: 2019-09-16