1898 წლის 22 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა უდის სახალხო ბიბლიოთეკის სამზრუნველოს მდივანმა, რომ მათთვის გაეგზავნათ „კრებული“ და თათრული გაზეთი „თარჯიმანი“. გამგეობამ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18829 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18829]; წვდომის თარიღი: 2019-10-16