1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი, გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, კიტა აბაშიძე, ივანე ზურაბიშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წერილი, რომ გამგეობამ კავკავის სკოლაში უნდა მოიწვიოს მესამე მასწავლებელი, რომლის ხელფასისათვის კომიტეტს წელიწადში უნდა გადასცენ 300 მანეთი. ეს საკითხი განსახილველად გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18887 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18887]; წვდომის თარიღი: 2019-10-14