1898 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცამეხუთე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ მიხეილ საბინინისთვის უნდა ეცნობებინათ პასუხი მის მიერ გამოგზავნილი კლიშეების თაობაზე. გამგეობამ შეიძინა კლიშეები და მიხეილ საბინინს გაუგზავნა მათი საფასური 600 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18888 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18888]; წვდომის თარიღი: 2019-11-15