1899 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ლორთქიფანიძის წინადადებით გადაწყდა, გამოეწერათ 60 მან. ღირებულების გერმანული ჟურნალები და ასევე მათი ძველი ნომრებიც. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე და წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18895 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18895]; წვდომის თარიღი: 2019-10-24