1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე შალვა ანტონის ძე მიქელაძემ განაცხადა, რომ ორი წლის წინ გამგეობამ მთავრობასთან შუამდგომლობა აღძრა, რათა მასწავლებლებისთვის სისტემატიური კურსები ქართულ ენაზე ჩაეტარებინა, მაგრამ მთავრობამ უარი განაცხადა. საზოგადოების გამგეობამ კი ჩათვალა, რომ რუსულ ენაზე კურსების ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18900 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18900]; წვდომის თარიღი: 2019-09-16