1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ გამგეობა სკოლებს ხსნიდა იქ, სადაც ქართულ ენას ყველაზე მეტად უჭირდა არსებობა, მაგალითად, ზუგდიდის მაზრაში, თერგის ოლქში და სხვ. საზოგადოების გამგეობა თავისი მატერიალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ზრუნავდა სამუშაო გეგმის შესრულებაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18901 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18901]; წვდომის თარიღი: 2019-09-22