1914 წლის 9 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ იანვრიდან გამგეობას მიწვეული ჰყავდა სკოლების დამთვალიერებელი პირი, რომლის ვალდებულებაც სასკოლო სექციისთვის სკოლების ავ-კარგის მოხსენება იყო. გამგეობას კარგად ესმოდა საზოგადოების მიზანი და 35 წლიანი არსებობის მანძილზე ყოველთვის ადგენდა საქმის წარმოების გეგმას იმდენად, რამდენადაც მას ამის მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18902 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18902]; წვდომის თარიღი: 2019-09-22