1912 წლის 9 ივნისს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ საისტორიო და წერა-კითხვის საზოგადოების მუზეუმ-ბიბლიოთეკა შეერთდეს. მუზეუმ-ბიბლიოთეკა დროებით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებაში დარჩეს, ხოლო საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას მოსავლელად და შესასწავლად მიებაროს. ხელს აწერენ საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე სიმონის ძე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18916 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18916]; წვდომის თარიღი: 2019-10-15