1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ბიბლიოთეკარს დანიშნულ დროზე უნდა გაეღო წიგნსაცავი, მკითხველთათვის წიგნები და ხელნაწერები გადაეცა, თვალყური ედევნებინა ხელნაწერები და წიგნები არ დაეზიანებინათ, შეედგინა წიგნებისა და ხელნაწერების კატალოგი და ა. შ. ხოლო მსახურს შედარებით მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა – დაეწმინდა ავეჯი, დაელაგებინა ნივთები და სხვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18965 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18965]; წვდომის თარიღი: 2019-11-20