1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სხვადასხვა პირი მას ხშირად სთხოვდა წიგნსაცავში მუშაობის ნებართვას. წიგნსაცავის გაღება მისი მოვალეობა არ იყო და არც საიმისო დრო ჰქონდა, რომ სხვადასხვა პირის მუშაობის პროცესში წიგნსაცავში ყოფილიყო, ამიტომ უარს ეუბნებოდა თხოვნაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 18969 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/18969]; წვდომის თარიღი: 2019-11-13