1898 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ვოლსკიმ, რომ ბათუმის სკოლის კომიტეტს სურდა მეორე მასწავლებლისთვის აეშენებინა სახლი, რომლის საფასური 1700 მანეთს შეადგენდა და ასევე პედაგოგებისთვის მოემატებინა ხელფასი. თანხის დაფარვას კი გამგეობას სთხოვნდნენ, ხოლო უარის შემთხვევაში სესხად აიღებდნენ მათგან 1700 მანეთს. გამგეობამ განაცხადა, რომ არ იყო მისაღები სკოლის ეზოში ორი სახლობის ცხოვრება, რადგან გარკვეული პრობლემები წარმოიქმნებოდა დროთა განმავლობაში. ხოლო რაც შეეხება ხელფასის მატებას, უსახსრობის გამო გამგეობამ სკოლის სამზრუნელოს დაავალა შესაბამისი წყაროს მოძიება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19016 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19016]; წვდომის თარიღი: 2019-11-20