1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა, იაკობ გოგებაშვილმა კრებას მიმართა, ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილისთვის მოეთხოვათ პასუხი დავთრებში დაშვებული შეცდომის გამო, რომლის მიხედვითაც მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი, და თუ ფავლენიშვილი თავს ვერ გაიმართლებდა თავს, ეს თანხა მას გადაეხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19032 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19032]; წვდომის თარიღი: 2019-11-17