1899 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა კრებაზე განაცხადა, რომ ყოფილი ხაზინადრის, დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილის შეცდომის გამო საზოგადოების დავთრებში მასზე ირიცხებოდა 120 მანეთი ვალი. მას ეს თანხა თავის ვალად არ მიაჩნდა, მაგრამ შემოჰქონდა საზოგადოების სალაროში, რადგან თვლიდა, რომ საზოგადოების წევრთა სახელები შეულახავი უნდა ყოფილიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19033 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19033]; წვდომის თარიღი: 2019-11-19