1898 წლის 13 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე აირჩიეს საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებული კომისიების წევრები: 1) წიგნების ამორჩევის და ბეჭდვისა: იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი, 2) წიგნებით ვაჭრობისა და საზოგადოების ღონისძიებათა გაძლიერებისა: ეკატერინე გაბაშვილისა, ნიკოლოზ ცხვედაძე და ივანე ზურაბიშვილი, 3) სკოლებისა და სამკითხველოსა: იაკობ გოგებაშვილი, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი, 4) წიგნსაცავისა და მუზეუმისა: ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19045 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19045]; წვდომის თარიღი: 2019-10-15