1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ სვიმონ წერეთლის თქმით, მის მეუღლეს მარიამ არჩილის ასულ წერეთლისას კვლავ სურდა ყოფილიყო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოს წევრი. მას ამის შესახებ უცნობებია კომიტეტის მდივან კირილე ლორთქიფანიძესთვის, რომელსაც შემდეგ გამგეობისთვის უნდა ეცნობებინა ეს საკითხი, მაგრამ უშედეგოდ, სწორედ ამიტომ ცხვედაძის აზრით, მარიამ წერეთლისა კვლავ უნდა აერჩიათ სამზრუნველო კომიტეტის წევრად. გამგეობამ განაცხადა, რომ ვინაიდან ეს საკითხი თავის დროზე არ უცნობებიათ გამგეობისთვის, მათ უკვე არჩეული ჰყავდათ სამზრუნველოს ახალი წევრი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19131 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19131]; წვდომის თარიღი: 2019-11-15