1911 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბიბლიოთეკისა და მუზეუმის საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისთვის გადაცემის საკითხი. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი გადაცემის მომხრენი იყვნენ, თუმცა გამგეობის წევრთა ხმათა უმრავლესობით დადგინდა, რომ ბიბლიოთეკა და მუზეუმი საზოგადოების საკუთრებაში დარჩებოდა, რადგან საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას არ შეეძლო მათთვის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაზე უკეთ ეპატრონა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19136 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19136]; წვდომის თარიღი: 2019-09-19