1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ მასწავლებლების ხელფასი 40 მანეთი ყოფილიყო და ყოველ ხუთ წელში თითო თუმანი მოემატებინათ მანამ, სანამ 70 მანეთამდე არ გაიზრდებოდა მათი ხელფასის რაოდენობა. მისი აზრით, ხელფასის მომატება მასწავლებლების მდგომარეობას გააუმჯობესებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19174 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19174]; წვდომის თარიღი: 2019-09-22