ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19369

ფაქტი 19369

სოფელ კახის ქრისტიანთა სათემო ყრილობა ერთობლივი თხოვნით მიმართავს ცნობილ ქველმოქმედებს, ძმებ ზუბალაშვილებს – შეეწიონ გიორგი ვასილის ძე ტარტარაშვილს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო თანხით. ხელმომწერნი: დიმიტრი ქიტიაშვილი, ალექსანდრე ქიტიაშვილი, შაქრო ბეგმამადაშვილი, ალექსი ბეგმამადაშვილი, იოსიფ ბაბაჯანაშვილი, ვასილ ბაბაჯანაშვილი, თევდორე როსტიაშვილი, ილია როსტიაშვილი, დიმიტრი როსტიაშვილი, ნიკოლოზ გამხარაშვილი, მოსიკო გამხარაშვილი, ალექსეი გამხარაშვილი, გიორგი გამხარაშვილი, სერგო გამხარაშვილი, გრიგორ გამხარაშვილი, ქიტა ზურაბაშვილი, სანდრო ზურაბაშვილი, ანდრეი ჯანაშვილი, ვასილ ჯანაშვილი, მიხეილ ხუციშვილი; თხოვნისა და ხელმოწერათა ნამდვილობას ბეჭდითა და ხელის მოწერით ადასტურებს სოფლის მამასახლისი გაბრიელ ჯანაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19369; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .