1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის გაყიდული მამულებიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შეიძლებოდა 120000-140000 მანეთი შემოსვლოდა. ეს თანხა საკმარისი არ იყო მუზეუმის შენობის ასაშენებლად, ამიტომ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა კომისიის წევრებს შეკითხვით მიმართა: საჭიროდ თვლიდნენ თუ არა მოქალაქეებისთვის თხოვნით მიემართათ, რომ ამ საერო საქმეში საზოგადოებას შესაძლებლობის მიხედვით დახმარებოდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19420 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19420]; წვდომის თარიღი: 2019-10-15