1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, ქართული მუზეუმის შენობის აშენება ფიქრის გორაზე გადაწყდა, ამიტომ საჭირო იყო ახალი გეგმის შედგენა. გეგმის კონკურსი ადგილობრივ გაზეთებში უნდა გამოეცხადებინათ. წინასწარ მუშაობისა და გეგმის კონკურსის ხარჯი ერთად 3000 მანეთზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. გეგმა ისე უნდა შეედგინათ, რომ მომავალში შენობის გაფართოება შესაძლებელი ყოფილიყო. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19421 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19421]; წვდომის თარიღი: 2019-10-15