1912 წლის 14 მარტის სამუზეუმო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სამუზეუმო ადგილის მეთვალყურეობა სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილის მეეზოვეს დაევალა, რომელსაც გასამრჯლოს სახით თვეში სამი მანეთი მიეცემოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და სხდომის მდივანი გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19424 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19424]; წვდომის თარიღი: 2019-10-24