1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ საჭირო იყო წიგნსაცავისთვის შეეკეთებინათ 2 კარადა და მუზეუმის ნივთებისთვის 2 ვიტრინა. ასევე მუზეუმსა და კანცელარიის შუაში უნდა გაეკეთებინათ რკინის მოაჯირი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19447 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19447]; წვდომის თარიღი: 2019-11-15