1914 წლის 7 დეკემბერს ილია რუხაძემ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოების შესასწორებლად გარეშე პირები მიეწვიათ და გაწეული სამსახურისთვის ჯილდო დაენიშნათ. მისი აზრით, მსგავსი კონკურსის გამოცხადება საქმისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა. კრებამ რუხაძის ეს წინადადება საყურადღებოდ მიიჩნია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19533 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19533]; წვდომის თარიღი: 2019-09-22