1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ განსვენებული იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო წიგნებში ბევრი შეცდომა და ყალბი ადგილი იყო, რაც ცუდ გავლენას ახდენდა მოზარდ თაობაზე. ამიტომ, საჭირო იყო პედაგოგებისა და სპეციალისტების კომისიის შექმნა წიგნების – „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ შესასწორებლად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19535 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19535]; წვდომის თარიღი: 2019-09-22