ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოხსენება, რომ 1912 წლის 26 თებერვალს დაბა ხაშურში გაიმართა კრება იმ პირთა, რომელთაც სურდათ იქ დაეარსებინათ ბიბლიოთეკა და სამკითხველო. მათ ასევე აირჩიეს ბიბლიოთეკის სამზრუნველოს წევრებად გიორგი იოსელიანი, ტრიფონ ჯაფარიძე, ალექსანდრე ნაიტაკი, იოსებ ძნელაძე და ივანე ტატიშვილი, რომლებიც მთავარმა გამგეობამ დაამტკიცა აღნიშნულ პოზიციაზე. ასევე ბიბლიოთეკის გამგეობამ საზოგადოებას სთხოვა თითო ცალი წიგნი მიეწოდებინათ თავისი გამოცემიდან, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19661 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19661]; წვდომის თარიღი: 2019-11-13