1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გომარეთის სკოლის პედაგოგმა თომა კევლიშვილმა, რომ მისთვის წინასწარ გაეგზავნათ ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის ხელფასი. გამგეობამ თომა კევლიშვილის თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი