1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილ რუსულ-ქართული ლექსიკონის შესახებ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო მაქსიმე შარაძის სტამბაში, მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19783 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19783]; წვდომის თარიღი: 2019-11-15