1912 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შალვა მიქელაძე, შიო დედაბრიშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, სერგი გორგაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი და გრიგოლ რცხილაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ ძმები ზუბალაშვილების გადაწყვეტილებით, ისინი კიდევ გამოუგზავნიდნენ გამგეობას 20000 მანეთს, რომელიც გადანაწილებული იქნებოდა 4 წელზე, რის შედეგადაც გამგეობას სტიპენდიების თანხის შემცირება მოუწევდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19821 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19821]; წვდომის თარიღი: 2019-08-19