1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე. სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ 1911 წლის 8 ნოემბერს გამგეობამ განიხილა ალაგირის ქართული სკოლისათვის შენობის ამგები კომისიის თხოვნა ფულით დახმარების შესახებ, რის თაობაზეც ცნობების შეგროვება კავკავის განყოფილებას დაევალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19903 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19903]; წვდომის თარიღი: 2019-08-19