1912 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ გურიის ბიბლიოთეკების დასახმარებლად 1912 წლის 1-ლი იანვრისთვის დარჩენილი იყო 131.42 მანეთი, აქედან გამგეობამ ქვიანის ბიბლიოთეკას გაუგზავნა 19 მანეთი, ხოლო დარჩენილი თანხა შეადგენდა 112.42 მანეთს. სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19908 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19908]; წვდომის თარიღი: 2019-08-21