ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20024

ფაქტი 20024

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი იოსელიანი და გრიგოლ ყიფშიძე. სხდომაზე მოხსენება გააკეთა წიგნების არჩევისა და ბეჭდვის კომისიამ, რომ დასაბეჭდად წარმოდგენილი წიგნი, რომელიც ნათარგმნი იყო სიმონ გრიაზნოვის მიერ, არ იყო სრულფასოვნად და გასაგებად თარგმნილი, ამიტომ მათი აზრით, ასეთი წიგნის დაბეჭდვა მიუღებელი იყო. გამგეობამ კომისიის მოსაზრება გაითვალისწინა და თარგმანი არ დაბეჭდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20024; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .