1898 წლის 7 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა. სხდომაზე კავკავის სკოლის პედაგოგმა ლუარსაბ ბოცვაძემ გამგეობას შეატყობინა, რომ წინა წელს მათი მინდობილობით დაესწრო თბილისში გამართულ პედაგოგიურ კურსებს, რისი ხარჯიც ნაწილობრივ გადასცა საეპარქიომ, ხოლო გამგეობას მისაცემი ჰქონდა 25 მანეთი. გამგეობამ პედაგოგ ბოცვაძეს გაუგზავნა დარჩენილი თანხა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20036 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20036]; წვდომის თარიღი: 2019-09-18