1897 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მეთვალყურე ტერენტი წერეთლმა გამგეობას მოახსენა, რომ გამგეობის განკარგულებით ის იმ პირობით გადაიყვანეს სენაკის სკოლაში სამუშაოდ, რომ ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 600 მანეთს, თუმცა სენაკის სკოლის ინსპექტორმა მას განუცხადა, რომ 450 მანეთი იქნებოდა მისი ანაზღაურება. წერეთელი გამგეობას სთხოვდა, საჭირო ზომები მიეღოთ და გაეთვალისწინებინათ მისი მდგომარეობა. გამგეობამ სენაკის სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა გაეცნო საზოგადოებისთვის რა წყაროდან შეიძლებოდა დაეფარათ სკოლის წლიური ხარჯი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20050 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20050]; წვდომის თარიღი: 2019-11-15