1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ნოტარიუსისა და ცისკარაშვილის ქვრივის მიწის გასასტუმრებლად გაწეული ხარჯი სამუზეუმო თანხიდან დაეფარათ. თაყაიშვილის თქმით, ამ ხარჯს მიწის დამტკიცების შემდეგ ი. ზ. სვანიშვილი ე. წ. ფიქრის გორის ნასყიდობის ანგარიშში ჩათვლიდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20110 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20110]; წვდომის თარიღი: 2019-10-14