1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა „ფუტკარი და მეფუტკრეობის“ ავტორმა აპოლონ წულაძემ, რომ მის ვაჟს ბიძინას, რომელიც სწავლობდა წინამძღვარიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლაში დაუნიშნონ სტიპენდია. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20141 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20141]; წვდომის თარიღი: 2019-07-16