1911 წლის 7 ნოემბერს სამუზეუმო კომისიის თავმჯდომარე ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განცხადებით მიმართავს, რომ ცისკარაშვილის ქვრივის მიწას სვანიშვილი იმტკიცებს იმ თანხით, რომელიც საზოგადოებას ცისკარაშვილის ქვრივისთვის უნდა გადაეცა (2 000 მანეთი), ნასყიდობის ქაღალდი კი სვანიშვილის სახელზეა გაფორმებული და ნოტარიულად დამტკიცებას საჭიროებს. დამტკიცების შემდეგ კი, საზოგადოება უნდა გაუსწორდეს ცისკარაშვილის ქვრივს, რის შემდეგაც სვანიშვილი მათ ბარათს გადასცემს, რომ ე. წ. ფიქრის გორის საფასური თანხა მიიღო და ცისკარაშვილის ქვრივს გადასცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20143 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20143]; წვდომის თარიღი: 2019-10-15