1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ საზოგადოების ყოფილ სტიპენდიატ იაკობ ოროჯნიკიძეს ჰქონდა სასწავლებლის ვალი – 37 მანეთი, რომლის დასაფარად გამგეობის დახმარება სჭირდებოდა. უსახსრობის გამო მას დახმარებაზე უარი უთხრეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20283 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20283]; წვდომის თარიღი: 2020-01-21