1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20332 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20332]; წვდომის თარიღი: 2019-08-22