1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ კოტე სეხნიაშვილის მოხსენება მეორე მასწავლებლის მოწვევის შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა იმის შესახებ, რომ გომარეთის სკოლაში სამი განყოფილება ფუნქციონირებდა, სადაც სულ 58 მოსწავლე სწავლობდა, ასევე სკოლას გააჩნდა საკუთარი შენობა, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა. გამგეობამ სკოლის მამასახლისს მისწერა, რომ საზოგადოებას სასარგებლოდ მიაჩნდა სკოლაში მეორე მასწავლებლის მოწვევა და ასევე სკოლის 2 კლასიანად გადაკეთება, რათა სწავლის საქმე შედარებით კარგად წარმართულიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20362 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20362]; წვდომის თარიღი: 2020-02-21