1912 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ბესარაბიის მეღვინეობისა და მევენახეობის საშუალო სასწავლებლის დირექტორმა, რომ იაკობ ორჯონიკიძის ნაცვლად, რომელმაც სასწავლებელი დაასრულა და სტიპენდიას ღებულობდა ყოველთვიურად 12.50 მანეთის ოდენობით 1911 წლის 1-ელ ივლისამდე, სტიპენდია დაენიშნათ ზუგდიდის მოქალაქე თეოფილე კვარაცხელიასთვის. გამგეობამ განაცხადა, რომ საკითხს სტიპენდიების განაწილების დროს განიხილავდნენ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20363 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20363]; წვდომის თარიღი: 2020-01-21