ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 20428

ფაქტი 20428

1912 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გააკეთეს მოხსენება, რომ ექვთიმე თაყაიშვილის პირით ბესარიონ ნიჟარაძემ გამგეობას სთხოვა შეეძინათ მისგან სვანურ-ქართული ლექსიკონი, რომელიც შემოწმებული ჰქონდა დავით კარიჭაშვილს. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა, გაერკვია თუ რა ფასად დაუთმობდა ბ. ნიჟარაძე ხელნაწერს გამგეობას და შემდეგ გადაწყვეტდნენ თუ რომელი თანხიდან გადეცათ მისთვის ლექსიკონის საფასური.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 20428; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .