1921 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ დათეშიძის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის წიგნების შესაძენად კრედიტის მიღების შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან ჯერ მაღაზია არ ჰქონდა გახსნილი და არც ის აცნობა, სად აპირებდა მაღაზიის გახსნას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20436 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20436]; წვდომის თარიღი: 2020-04-05