1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა,რომ ოლღა გურამიშვილის საგურამოს მამული საზოგადოების სახელზე გაეფორმებინათ, ნასყიდობის ქაღალდისთვის კი 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან სესხად აეღოთ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1910-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20462 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20462]; წვდომის თარიღი: 2019-09-23