1912 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე და გრიგოლ რცხილაძე; სხდომაზე წარადგინეს საკითხი საზოგადოების მუზეუმისა და წიგნსაცავის მართვა-გამგეობის წესების შემუშავების შესახებ. გამგეობამ საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმთა გაერთიანების სურვილი გამოთქვა, მაგრამ გაერთიანებული მუზეუმების მართვაში თანაბარი მონაწილეობა უნდა მიეღო ორივე მხარეს. გამგეობის ეს დადგენილება გრიგოლ რცხილაძისთვის მიუღებელი იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20489 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20489]; წვდომის თარიღი: 2019-08-19