1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა განაცხადა, რომ მუზეუმიდან ოქროს ფულების დაკარგვის მიზეზი გამგეობის არასაკმარისი ყურადღება იყო. მისი აზრით, გამგეობას არ ჰქონდა საშუალება შესაფერისად ეპატრონა მუზეუმისთვის და დაეცვა გაქურდვისაგან.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20490 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20490]; წვდომის თარიღი: 2019-09-16