1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე, შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე განიხილეს სოფელ კახის მოსახლეობის სოფელში ერთკლასიანი სკოლის გახსნის თაობაზე. მოსახლეობა შენობას თვითონ ააგებდა, სკოლის ნივთებისათვის 600 მანეთს შეაგროვებდა და ყოველწლიურად სკოლას 300 მანეთსა და შეშას გადასცემდა. გამგეობამ მათი თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20506 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20506]; წვდომის თარიღი: 2019-08-19