1912 წლის 5 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ შიო არაგვისპირელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, გრიგოლ რცხილაძე და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე გამგეობას იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებელმა გოგებაშვილის დაკრძალვისთვის საჭირო თანხა სთხოვა. გამგეობამ შიო დედაბრიშვილს, ფილიპე გოგიჩაიშვილსა და სოფრომ მგალობლიშვილს გარდაცვლილის ანდერძის დამტკიცებამდე 1 500 მანეთი სესხად მისცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20547 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20547]; წვდომის თარიღი: 2019-09-16