1914 წლის 21 იანვარს ტუაფსეს განყოფილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ უგზავნის შემოსავალ-გასავლისა და წევრთა სიებს. იუწყება, რომ ომის გამო განყოფილება კრიტიკულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქიდან გავიდა. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე ილია (ილიკო) ბეჟანის ძე მგელაძე და მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარაშვილი (ზაქარეიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20681 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20681]; წვდომის თარიღი: 2020-01-18