1915 წლის 16 მარტს ტუაფსეს განყოფილებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მიიღეს ორი ცალი წესდება და ათი მანეთის მიღების ბარათი. ხელს აწერენ განყოფილების თავმჯდომარე იპოლიტე ამბაკოს ძე მახარაძე, მდივანი სამუელ გიორგის ძე ზაქარეიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ილია ბეჟანის ძე მგელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიმოწერა ტუაფსეს განყოფილებასთან და განყოფილების ანგარიშები | 1914-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 20683 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/20683]; წვდომის თარიღი: 2020-01-18